TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი ტრავმირებულია…

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ტრავმა მიიღო და უცნობია, როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.

ლოკატელი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის მზადებაშია, თუმცა ის დიდი ალბათობით მომდევნო მატჩებში აძურის ვერ დაეხმარება.

დი მარციოს ცნობით, ლოკატელიმ კოჭის დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად რთულია მისი ტრავმა.

შეგახსენებთ, აძური 6 ივნისს ნორვეგიას ესტუმრება, 9 ივნისს კი მოლდოვას უმასპინძლებს.

error: დაცული კონტენტი !