ლოკატელი საკლუბო მუნდიალისთვის მზად იქნება
მანუელ ლოკატელი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.
იტალიელმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა გუშინ, ნაკრებთან ერთად ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც ის აძურის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ვერ დაეხმარება.
ლოკატელი ტურინში ნაადრევად დაბრუნდა, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მისი ტრავმა სერიოზული არ არის და მანუელი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.