დანილოს წასვლის შემდეგ, იუვენტუსის კაპიტანი მანუელ ლოკატელი გახდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი კაპიტანი მანუელ ლოკატელი გახლავთ.
წყაროს ცნობით, დანილოს გუნდიდან წასვლის შემდეგ სამკლაურს სწორედ 26 წლის ნახევარმცველი გადაიბარებს.
გამოცემის ინფორმაციით, გუნდის ვიცე-კაპიტანი გატი, კამბიაზო, კოპმეინერსი ან დი გრეგორიო გახდება.