TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი:“ დორტმუნდი დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი 3 ქულაა“

იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ დორტმუნდთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირია, რომელსაც წარმოუდგენელი ადრენალინი ახლავს თან. საშინაო არენაზე ამ მუსიკის ფონზე თამაში გამორჩეული გრძნობაა, ხვალინდელ მატჩს ინტერთან გამარჯვების შემდეგ დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით.

„ინტერთან მატჩი ? აშკარაა, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით, რადგან მეტოქემ 3 გოლი გაგვიტანა და ჩვენ ამ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ სირთულეების მიუხედავად ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„დორტმუნდი ძალიან ძლიერი გუნდია, წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება, რომელშიც უფრო მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ. ჩვენ საშინაო არენაზე ვთამაშობთ და მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ.

„კაპიტანის სამკლაური ? ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა. ვცდილობ ვიყო მისაბაძი მაგალითი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

249 views
error: დაცული კონტენტი !