TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ ჩვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაა“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პსვ-სთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ძალიან მოგვენატრა, ეს საკლუბო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მოხარულები ვართ, რომ საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ თამაშის და ბრძოლის საშუალება გვექნება.

„გუნდის ლიდერობა ? მე ვარ იმ ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი, ვინც გუნდში უკვე საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება, ამიტომ ახალწვეულებს გარკვეულ ასპექტებში მაგალითი უნდა მივცე. ჩვენ ახალგაზრდული შემადგნელობა გვყავს, თითოეულ ჩვენგანს მუშაობა, განვითარება და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა გვსურს.

„განახლებული ნახევარდაცვა ? გუნდმა ძალიან მაღალი დონის ნახევარმცველები გაიფორმა, მათ იუვენტუსის დონე კიდევ უფრო აამაღლეს, მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნებაა.

„ჩემი ახალი როლი ? დიახ, ეს შეიცვალა და მე ახალი პოზიცია ძალიან მომწონს. ჩვენ ახლა ბურთის მეტად შენარჩუნებასა და დომინაციას ვცდილობთ. სეზონი ახლახანს დაიწყო და დროთა განმავლობაში ჩვენ მწვრთნელის დავალებების შესრულებას გაცილებით უკეთ შევძლებთ.

„ნაკრები ? რა თქმა უნდა, ნაკრებში დაბრუნება ჩემი ერთ-ერთი მიზანია, მაგრამ ახლა ჩემი ყურადღება სრულად იუვენტუსზეა გადატანილი

„ხვალინდელი მატჩი ? პსვ ძალიან ძლიერი, ორგანიზებული გუნდია, ჩვენ მათი მატჩების ვიდეოები ვნახთ და კარგად შევისწავლეთ. ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და გავიმარჯვოთ. ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი რამდენიმე ფეხბურთელს ექნება და მე მათ გამო ბედნიერი ვარ, ამ ჰიმნის გაგონება სულ სხვა ემოციებს გაძლევს.

„ახალწვეულები ? ჩვენ ძალიან კარგი ურთერთობა გვაქვს, ბიჭებს ადაპტაციის გავლა და გუნდის დახმარება მაქსიმალურად მოკლე დროში სურთ.

„ფრე ემპოლისთან ? ცხადია, რომ ჩვენ სხვა შედეგის მიღება გვსურდა და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ჩვენ ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.“

ტიაგო მოტა ჟურნალისტების კითხვებს უახლოეს წუთებში უპასუხებს, მას ჩვენს გვერდზე იხილავთ.