TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლოკატელი:“ ჩვენ სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვიბრძოლებთ თუ არა სკუდეტოსთვის ? ინტერი კვლავ ფავორიტია, არ შეიძლება ნაპოლისა და მილანის ჩამოწერა, მაგრამ ჩვენ დიდი გუნდი ვართ და იუვენტუსის მიზანი ყოველთვის ტიტულისთვის ბრძოლაა.

„მოტა ? შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელი. ახლა ჩვენ ბურთთან ერთად გაცილებით მეტ დროს ვატარებთ და გუნდის შეტევის დაწყება ჩემი საქმეა, მე ეს ძალიან მომწონს.

„ჩემპიონთა ლიგა ? ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ბევრ ჩვენგანს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება არ აქვს, რაც ძალიან მნიშვნლეოვანია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.“