ლოკატელი:“ ბოლონიასთან მატჩის მნიშვნელობა კარგად გვესმის“
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ბოლონიასთან მოახლოებული მატჩი ? ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება და ამ მატჩისთვის მზად ვართ. ასეთ შეხვედრებში მონდომება და მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და გავაკეთოთ ის, რასაც მწვრთნელი გვეტყვის.
„ჩვენი მიზანი ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა, რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ და გამონაკლისი არც მომდევნო შეხვედრაა. მათ კარგი, ხარისხიანი და აგრესიული გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.
„ილდისი ? მე მას ვესაუბრე, კენანმა იცის, რომ მონცასთან შეცდომა დაუშვა და ეს მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. მე მოხარული ვარ, რადგან ილდისმა თავისი შეცდომა თავადვე გააცნობიერა და ბოდიში მოიხადა. ის შესანიშნავი ბიჭი და იუვენტუსის მომავალია.
„ჩემპიონთა ლიგის საგზური ? ახლა ჩვენ ამ თემაზე არ უნდა ვიფიქროთ, ჩვენი მიზანი დარჩენილ მატჩებში მოედანზე გასვლა და გამარჯვება უნდა იყოს.
„სეზონი ინდივიდუალურ დონეზე ? ვფიქრობ, მე კარგი სეზონი მაქვს, მე განვვითარდი როგორც ადამიანი, ასევე ფეხბურთელი. იუვენტუსის კაპიტანის სამკლაურის ტარება როგორც დიდი პატივი, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, მე სხვებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა ვიყო. მე ეს პასუხისმგებლობა უკეთეს ადამიანად და ფეხბურთელად მაქცევს.“
