ლოკატელისა და სპალეტის შორის დაძაბული ურთიერთობაა…
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტისა და მანუელ ლოკატელის შორის ურთერთობა სულ უფრო იძაბება.
DAZN-ის ცნობით, ლოკატელი პიზასთან მატჩში შეცვლის გამო უკმაყოფილო დარჩა და ლუჩიანოს მისი გადაწყვეტილების ახსნა სთხოვა, სპალეტიმ კი მას სკამისკენ მიუთითა.
წყაროს ინფორმაციით, ლოკატელისა და სპალეტის შორის იტალიის ნაკრებიდან მოყოლებული არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა და არ არის გამორიცხული, ამ გარემოებამ ლოკატელის მომავალზე იმოქმედოს, თუ იუვენტუსი სპალეტის შენარჩუნებას გადაწყვეტს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
