ლოკატელის კარგი თამაშის ფონზე, იუვეს სატრანსფერო გეგმები იანვარში შეიცვალა
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ბოლო პერიოდში მანუელ ლოკატელის თამაშით კმაყოფილია, რამაც ტურინული გრანდის სატრანსფერო გეგმები შეცვალა.
სპალეტისა და ლოკატელის შორის ნაკრებიდან მოყოლებული არც თუ ისე კარგი ურთიერთობა იყო, თუმცა Tuttosport-ის ცნობით, ბოლო პერიოდში იუვენტუსის კაპიტანმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, სპალეტის პოზიტიური განწყობა დაიმსახურა და ამიტომ ტურინული გრანდი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პლე-მეიკერის გაფორმებაზე უარს იტყვის.
წყაროს ინფორმაციით, თუ ნახევარმცველის გაფორმება აქამდე პრიორიტეტი იყო, ახლა გუნდი კენან ილდისის შემცვლელისა და მარჯვენა მცველის ტრანსფერებზე მუშაობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
