TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მანუელ ლოკატელიმ შესაძლოა იუვენტუსის რიგები დატოვოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ლოკატელი ლუჩიანო სპალეტის სქემაში ვერ ჯდება, რაც იტალიელი თავკაცის აძურის რიგებში ყოფნის დროსაც დადასტურდა, ამიტომ ლოკატელის იანვარში წასვლა გამორიცხული არ არის.

სპალეტის გუნდში კლასიკური რეჯისტას ხილვა სურს, რომელიც გუნდის ტემპს გააკონტროლებს, მეტად ვერტიკალური იქნება და შეტევებს არ შეაფერხებს, ბროზოვიჩისა და ლობოტკას მსგავსი მახასიათებლების.

წყაროს ცნობით, ზაფხულში ლოკატელის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენდნენ და თუ იანვარში რომელიმე გუნდმა მის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს წინადადება გააკეთა, ბიანკონერი მისი გაყიდვისა და მიღებული თანხით სპალეტისთვის საურველი ნახევარმცველის გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !