TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი:“ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“

მანუელ ლოკატელიმ კოვერჩიანოს ბაზაზე იტალიის ნაკრების მოახლოებულ მატჩებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, რაც საქმეს გვიმარტივებს. თითოეული ჩვენგანი და მწვრთნელი მოახლოებულ მატჩებს მოუთმენლად ველოდებით.

„გატუზო ? მან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს იტალიის ნაკრები. ახლა ჩვენი უმთავრესი მიზანი გამარჯვებების მოპოვებაა, კარგად ვიცით, თუ რა დევს სასწორზე და რამდენად მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს წინ.

„გატუზოს მოსვლის შემდეგ, ნაკრებში სავარჯიშო სესიები გაცილებით ინტენსიური გახდა. შენ სწრაფად უნდა იმოძრაო, წინააღმდეგ შემთხვევაში გატუზოს გააბრაზებ.

„ახალგაზრდა ფეხბურთელები ? კარგია, რომ მათ ნაკრებში თამაშის შანსი ეძლევათ. თითოეულმა ჩვენგანმა მუშობა უნდა გააგრძელოს და იტალიის წარმატებისთვის თითოეულ მატჩში ბოლომდე დაიხარჯოს.

„ბონუჩი ? მისი ხილვა სამწვრთნელო შტაბში ჩემთვის ძალიან უცნაურია. ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით და ლეო ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი გახლდათ. ბონუჩის გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

263 views
error: დაცული კონტენტი !