ლოკატელი:“ მატჩისადმი მიდგომა სწორი იყო, ჩვენ უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ“
მანუელ ლოკატელიმ კალიარისთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, გუნდის მატჩისადმი მიდგომა და დამოკიდებულება სწორი იყო, ჩვენ მოედანზე მოტივირებულები გავედით და გამარჯვება გვსურდა.
„სამწუხაროდ, კალიარის გოლის მომენტში ძალიან გაუმართლა, თუმცა სხვა მომენტი არ ჰქონია. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით, ჩვენ უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ.
„ახლა ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მუშაობა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
