TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი:“ ქომაგების გვესმის, ჩვენ კრიტიკა დავიმსახურეთ“

მანუელ ლოკატელიმ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„გვესაუბრა თუ არა გუნდის ხელმძღვანელობა მატჩის შემდეგ ? არა, რადგან ახლა რეალურად სათქმელი არაფერია, ჩვენ გასახდელში მხოლოდ მწვრთნელი გველაპარაკა. დღეს ისეთი ცუდი მატჩი ჩავატარეთ, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ქომაგების იმედგაცრუების გვესმის, ჩვენ კრიტიკა დავიმსახურეთ.

„დარჩება თუ არა სპალეტი ? ვფიქრობ, მწვრთნელთან მიმართებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ, რადგან მოედანზე სწორედ ჩვენ გავდივართ და შედეგებზეც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩვენ მოგვეთხოვება. იუვენტუსში თითოეული ჩვენგანისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებთ, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება და ჩავარდნა იქნება.

„ჩვენ გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის რაღაც გვაკლია და ვფიქრობ, ეს მენტალობის ბრალია. ჩვენ ბოლო მატჩებში წნეხთან გამკლავება ვერ შევძელით, ასეთ მატჩებში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ვაჩვენეთ და დავმარცხდით, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩვენს ხელთ აღარ არის.

„პასუხისმგებლობა, როგორც კაპიტანს ? მე განადგურებული ვარ, ვცდილობ, თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯო, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღოთ და დამსახურებული კრიტიკა მოვისმინოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)