ლოკატელი:“ სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოვიდა, ჩვენ უკეთ თამაში გვმართებს“
იუვენტუსის კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ რეალთნა მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, ჩვენ რეალთან გუნდური სულისკვეთება და ბრძოლის სურვილი ვაჩვენეთ. რა თქმა უნდა, შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მეტოქეს მეტ-ნაკლებად თანასწორად ვეთამაშეთ და განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათ თავიანთი შანსი გამოიყენეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
„სეზონის შეფასება ? ჩვენ გასულ სეზონში მხოლოდ ერთ მიზანს მივაღწიეთ, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო, ამიტომ ვიცით, რომ უკეთ თამაში გვმართებს.
„სხვაობა ინდივიდუალურ დონეზე ? დიახ, ამ ასპექტში ისინი ჩვენზე უეკთესები არიან, ვალვერდე და ბელინგემი ჩემზე ძლიერები არიან, ამას კი გუნდური სულიკსვეთებითა და ბრძოლით უნდა დაუპირისპირდე.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)