TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლიხშტაინერი:“ იუვენტუსში მიღწეულით კმაყოფილი არასოდეს ხარ, შენ ყოველთვის უფრო მეტი გინდა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა სტეფან ლიხშტაინერმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„გამარჯვებულის მენტალიტეტი იუვენტუსში ? იუვენტუსში მიღწეულით კმაყოფილი ვერ იქნები. როდესაც ზედიზედ 5 სკუდეტოს მოიგებ, შენ უკვე მეექვსეზე იწყებ ფიქრს. ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი და ქომაგები: თითოეული მათგანი ამ მენტალიტეტით ცხოვრობს, ეს გუნდის DNA არის, სწორედ ეს განასხვავებს უბრალო ფეხბურთელებს ჩემპიონებისგან, საბოლოო ჯამში ყველაფერზე მნიშვნელოვანი სწორედ მოგებული ტიტულებია.

„კონტე ? ის გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან დარწმუნებული იყო, რომ გავიმარჯვებდით. კონტე არის ადამიანი, რომელიც გასწავლის, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა. ის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს და შენ მის რჩევებს უსმენ, რადგან იცი, რომ ანტონიოს გეგმა ყოველთვის გაამართლებს.

„პირლო ? ნამდვილი უცხოპლანეტელია, მის წარმოუდგენელ ხაირსხზე მეტად, მე ანდრეას დისციპლინამ გამაკვირვა.

„პოგბა ? როდესაც ის იუვენტუსში თამაშობდა, პოლი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო.

„ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ? წაგებული ფინალი არის მატჩი, რომელიც ყოველთვის შენს მეხსიერებაში რჩება. რას არ მივცემდი, რომ ამ შეხვედრებში ხელახლა თამაშის შესაძლებლობა მქონოდა. ასევე გამოსარჩევია რეალთან მატჩი, რომელშიც მათ მოგონილი 11-მეტრიანი მისცეს, რის შემდეგაც ბუფონი გაბრაზდა და ის გააძევეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !