ლივერპული კონსეისაუს ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შიკო კონსეისაუს გაფორმებას ეცდება.
სქაუზერები მოჰამედ სალაჰის შემცვლელის ძიებაში არიან და ბრიტანული წყაროების ცნობით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელია.
SportWitness-ის ცნობით, იუვენტუსი კონსეისაუს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუ რომელიმე გუნდი მის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
