ლივერპული კონსეისაუს ტრანსფერით ინტერესდება
ლივერპული იუვენტუსის გარემარბის შიკო კონსეისაუს ტრანსფერით ინტერესდება.
ინგლისელები ზაფხულში მო სალაჰის შემცვლელის გაფორმებას გეგმავენ და მათი პრიორიტეტი ბაიერნის მაიკლ ოლისია, თუმცა ბაიერნი ფრანგის გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ ლივერპული მის ალტერნატივებს ეძებს და ერთ-ერთი მათგანი კონსეისაუ გახლავთ.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კონსეისაუ სპალეტის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 60-65 მილიონს გადაიხდის, ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
