ლივერპული ილდისის ტრანსფერზე გააქტიურდა
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლივერპულმა კენან ილდისის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
La Stampa-ს ცნობით, არნე სლოტსა და მო სალაჰს შორის კონფლიქტის გამო, რაც დიდი ალბათობით ეგვიპტელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლით დამთავრდება, სქაუზერები შემტევი ვინგერის ძიებაში არიან და მათი სამიზნე ილდისი გახლავთ.
წყაროს ინფორმაციით, ლივერპული გრანდების იმ გრძელ სიას შეუერთდა, რომლებიც სეზონის ბოლოს თურქი ტალანტის გადაბირებას ეცდებიან, იუვენტუსი კი თავის მხრივ ილდისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და იმედი აქვს, უახლოეს კვირებში მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
