ლივერპული და ასტონ ვილა ჰეისენისთვის იბრძვიან
ინგლისური გამოცემა Football Insider-ის ინფორმაციით, ლივერპული და ასტონ ვილა იუვენტუსის ტალანტის დინ ჰეისენის ტრანსფერზე მუშაობენ.
ტურინული გრანდი ესპანელი ფეხბურთელის უმოკლეს დროში გაყიდვასა და მის სანაცვლოდ მიღებული თანხით გუნდის გაძლიერების გაგრძელებას გეგმავს.
Football Insider-ის ცნობით, ინგლისელებს ჰეისენის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25-30 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, ამიტომ საბოლოო არჩევანს თავად ჰეისენი გააკეთებს.