ლივერპული ბრემერის გაფორმებას ეცდება
ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ის ინფორმაციით, ლივერპული გლეისონ ბრემერის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, სქაუზერები ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებას ჯერ კიდევ მისი ტორინოში თამაშის დროიდან ცდილობდნენ და ინგლისელები ბედს კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს ცდიან.
ბრემერი იუვენტუსისთვის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და მისი გაყიდვა ამ ეტაპზე არც კი განიხილება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
