TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლივერპული ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ბრიტანული მედიის ინფორამციით, ლივერპული იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

TEAMtalk-ის ცნობით, თუ სქაუზერთა რიგები ვირჯილ ვან დეიკმა დატოვა, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი იქნება.

იუვენტუსი ბრემერის გაყიდვას არ აპირებს და მას ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს, თუმცა თუ ლივერპულმა მის სანაცვლოდ ბიანკონერის 85-90 მილიონი შესთავაზა, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.