ლივერპული ბრემერის გაფორმებას განიხილავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლივერპული ზაფხულში გლეისონ ბრემერის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.
ბრაზილიელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 58 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, რისი გადახდაც სქაუზერებს არ გაუჭირდებათ.
წყაროს ცნობით, ბრემერი იუვენტუსში ბედნიერია და გუნდის დატოვება არ სურს, თუმცა თუ იუვე მის გაყიდვას მოისურვებს, გლეისონი ლივერპულში ტრანსფერზე უარს არ იტყვის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
