ლიპი:“ მოტა კარგი მწვრთნელია, მაგრამ…“
იუვენტუსის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ტიაგო მოტას მუშაობა შეაფასა.
„ტიაგო მოტასგან ხასიათის კუთხით მეტს ველოდებოდი. ტიაგო კარგი მწვრთნელია, მაგრამ როგორც იუვენტუსის მაისური, ასევე ბიანკონერის მწვრთნელის სკამი ძალიან მძიმე სატარებელია.
„იუვენტუსი სერია ა-ში არც თუ ისე ცუდ შედეგებს აჩვენებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი მათგან მეტი მოლოდინი მქონდა. გუნდს პოტენციალი აშკარად აქვს, თუმცა ჯერჯერობით ამ პოტენციალის ჩვენებას ვერ ახერხებს.“