TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლიპი:“ ანიელების ოჯახი იუვენტუსსა და ფეხბურთს უკვე 100 წელზე მეტია წარმოადგენენ“

იუვენტუსის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ გუნდის შესაძლო გაყიდვის თაობაზე არსებულ ცნობებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის პოტენციური გაყიდვა ? მიხარია, რომ ელკანმა ამ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა. ანიელების ოჯახი უკვე 100 წელზე მეტია წარმოადგენენ იუვენტუსსა და იტალიურ ფეხბურთს, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ იუვე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, წარმოუდგენელი ისტორიითა და ქომაგების რაოდენობით.

„ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჯონ ელკანის ხელმძღვანელობით ეს ტრადიცია გაგრძელდება, რომ იუვენტუსი შეინარჩუნებს ტრადიციებს, ღირებულებებსა და ამბიციებს.

„დღევანდელი იუვე ? გუნდს კარგი პერიოდი არ აქვს, მაგრამ წარმატებული ციკლის შემდეგ ასეთი ჩავარდნები სრულიად ნორმალურია. ვფიქრობ, ახლა გუნდი აშენებს მომავალს და ემზადება ახალი გამარჯვებებისთვის.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !