ლილმა იუვენტუსს ფრანგი ტალანტის ფასი შეუთვალა
გასულ დღეებში იუვენტუსის ინტერესის თაობაზე ლილის ტალანტის აიუბ ბუადის მიმართ აქტიურად იწერებოდა და ტურინული გრანდის სკაუტები 18 წლის ფეხბურთელს ევროპა ლიგაზე გასულ ტურშიც აკვირდებოდნენ.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსის ინტერესი ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ სერიოზულია, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ფრანგები 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, რასაც ევროპული გრანდების მხრიდან დიდი კონკურენცია ემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
