TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩემპიონთა ლიგის გარეშე, სილვას იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა

იუვენტუსმა ფიორენტინასთან მარცხით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ფაქტობრივად დაკარგა, რასაც გუნდისთვის როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგები მოყვება.

SportItalia-ს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, იუვენტუსის რიგებშ ბერნარდო სილვას ხილვა ფაქტობრივად გამოირიცხა.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს და სავარაუდოდ ევროპა ლიგაზე მოასპარზე იუვენტუსის რიგებში თამაშზე უარს იტყვის, ამ ყველაფერს კი ფინანსური სირთულეებიც ემატება, ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის გარეშე მისთვის 8-9 მილიონის გადახდა გაუჭირდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)