TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლიდსი და ქოვენთრი ოპენდას ტრანსფერზე მუშაობენ

ბრიტანული გამოცემა Football Insider-ის ცნობით, ლიდსი და ქოვენთრი იუვენტუსის ფორვარდის ლოი ოპენდას ტრანსფერზე მუშაობენ.

ორივე გუნდი ოპენდას იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ოპენდა იუვენტუსის გეგმებში არ შედის და ტურინულ გრანდს მისი საბოლოოდ გაყიდვა სურს, მაგრამ ჩაგდებული სეზონის შემდეგ მისი 35-40 მილიონად გასხვისება ფაქტობრივად გამორიცხულია, რის გამოც ტურინული გრანდი ფეხბურთელის ფასიანი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)