ლევანდოვსკის ევროპაში დარჩენა უნდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის ჯერჯერობით ევროპის დატოვება არ სურს.
წყაროს ცნობით, მას არაბული და ამერიკული გუნდებისგან სარფიანი წინადადებები აქვს, მაგრამ მისი მიზანი ევროპის ერთ-ერთ გრანდში თამაშია.
სკირას თქმით, ბარსელონა მას 1-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის შემცირებას სთავაზობს, იუვენტუსი და მილანი მის წარმომადგენელს უკვე შეხვდნენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
