ლევანდოვკსი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი რობერტ ლევანდოვსკის აგენტს უკვე რამდენჯერმე შეხვდა.
წყაროს ცნობით, პოლონელი ფორვარდი კარიერის ტურინში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა მისი მაღალი ხელფასია.
ვეტერანი შემტევი ბლაუგრანას რიგებსი წლიურად 12-13 მილიონს გამოიმუშავებს და მას ხელფასის შემცირება არ სურს, რაც მის იუვენტუსში ტრანსფერს ამ მომენტისთვის ფაქტობრივად გამორიცხავს. პოლონელის მიმართ ინტერესს ამერიკული და არაბული გუნდები იჩენენ, მოთხოვნილი ხელფასის გადახდას კი არც ერთი ევროპული გუნდი არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
