ლესტერის ინტერესის მიუხედავად, სულეს რომაში თამაში სურს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მატიას სულეს ლესტერში გადასვლას კარიერის რომაში გაგრძელება ურჩევნია.
მელიებმა იუვენტუსს სულეს სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 34 მილიონი ევრო შესთავაზეს და გუნდები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელი ჯერჯერობით ინგლისელების წინადადების მიღებას არ ჩქარობს.
წყაროს ცნობით, თუ სულე ლესტერში თამაშზე თანხმობას განაცხადებს, ტრანსფერი დიდი ალბათობით დაიხურება.