ლეონისთვის იუვე, ტოტენჰემი და ბარსელონა იბრძოლებენ
იუვენტუსი პარმას ტალანტის ჯოვანი ლეონის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ტურინულ გრანდს მის გასაფორმებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
Tuttomercato-ს ცნობით, 18 წლის მცველის ტრანსფერით უამრავი გუნდი, მათ შორის ტოტენჰემი და ბარსელონა ინტერესდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, პარმა ახალგაზრდა ტალანტის მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)