TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლაიფციგის მწვრთნელი:“ იუვემ დაამტკიცა, რომ ლიგის მოგება შეუძლია“

ლაიფციგის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ იუვენტუსთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, პირველ ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში იუვენტუსის ხარისხი კარგად გამოჩნდა, რასაც ვერაფერი დავუპირისპირეთ.

„მეტოქემ თავისი შანსები ძალიან კარგად გამოიყენა, ჩვენ კი არაერთი მომენტი გავაცუდეთ. იუვენტუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გავიმეორებ, ტურინელები ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტები არიან.“