TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლაიფციგის მწვრთნელი:“ იუვენტუსი დიდებული გუნდია, მათ ლიგის მოგება შეუძლიათ“

ლაიფციგის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„იუვენტუსი ძალიან ძლიერი გუნდია, ჩემპიონთა ლიგის ღირსი. ისინი ბევრს მოძრაობენ, არიან ძალიან ორგანიზებულები, ჰყავთ შესანიშნავი მარცხენა ფლანგი და მოედანზე პოზიციების შეცვლა ძალიან კარგად შეუძლიათ.

„ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება, იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია, რადგან მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს, რომელთა გამოყენებას ვეცდებით.“