ლა პენას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი – იუვენტუსის მთავარ არბიტრს ფედერიკო ლა პენას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ელოდება.
იტალიელმა არბიტრმა გუშინდელ მატჩში არაერთი გადამწყვეტი მომენტი არასწორად განსაჯა, რითიც საბოლოო ჯამში შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა იქონია და არაერთი სპორტული გამოცემის თუ ჟურნალისტის კრიტიკა დაიმსახურა.
SportItalia-ს ცნობით, ლა პენა დიდი ალბათობით მილანი – კომოს მატჩსაც განსჯის, რადგან ის ამ შეხვედრაზე უკვე დამტკიცებულია, რის შემდეგაც მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოუწევს და არც ის არის გამორიცხული, 42 წლის არბიტრი სერია ბ-ში დააქვეითონ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
