TuttoJuve

Juve per sempre sarà

კუადრადო:“ იუვენტუსის დატოვება არასოდეს მდომებია…“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსი ჩემი გულის გუნდია, ტურინში უამრავი ტიტული მოვიგე, იქ ჩემი შვილები დაიბადნენ.

„ინტერში გადასვლის გამო ქომაგების ნაწილი მისტვენდა, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ მე იუვენტუსის დატოვება არასოდეს მდომებია, მე გუნდში დარჩენის იმედი მქონდა, თუმცა მე სოციალური ქსელის მეშვეობით გავიგე, რომ ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდნენ. მათ შეეძლოთ დაერეკათ და ეთქვათ, რომ გუნდის გეგმებში აღარ შევდიოდი.

„მე ინტერში გადავედი იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში გამეგრძელებინა. ეს ქომაგების უმრავლესობას ესმის და როდესაც ტურინში ვბრუნდები, ტიფოზების უმეტესობა ძალიან თბილად მხვდება.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

226 views
error: დაცული კონტენტი !