კრისტანტე და ამრაბატი ლუისის პოტენციური შემცვლელების სიაში…
დუგლას ლუისის იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ტურინული გრანდი მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად შეუდგა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის სამიზნეებს შორის სოფიან ამრაბატი და ბრაიან კრისტანტე გახლავთ, ისინი ლუისის შეცვლის იაფიან ვარიანტებად მოიაზრებიან.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს კრისტანტეს გაფორმება დაახლოებით 10, ხოლო ამრაბატის 15 მილიონ ევროდ შეეძლება.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                