TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოსტიჩს მსურველები რუსეთში გამოუჩნდა

იუვენტუსი ფილიპ კოსტიჩის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და არაბულ ქვეყნებში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, სერბ ფეხბურთელს შეთავაზებები მხოლოდ თურქეთიდან და რუსეთიდან აქვს.

იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა არც ერთ მათგანს გაუჭირდება, მაგრამ პრობლემა თავად კოსტიჩის პოზიციაა, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის ტურინულ გრანდში დარჩენისა და ტიაგო მოტას გუნდში დროის მიღების იმედს არ კარგავს.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება, ამიტომ მათ ფეხბურთელების გაფორმება ჯერ კიდევ შეუძლიათ.

34 views
error: დაცული კონტენტი !