TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩს იუვენტუსში დარჩენა სურს

ფილიპ კოსტიჩი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება და სერბი ფეხბურთელი იმედოვნებს, ახალ მწვრთნელთან ერთად ტურინში დარჩენის საშუალება მიეცემა.

კოსტიჩს ფენერბაჰჩეს რიგებში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ის ჟოზე მოურინიოს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, თუმცა თურქებმა კოსტიჩის გამოსასყიდი 7 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს.

კოსტიჩი გუნდს მომდევნო თვის დასაწყისში დაუბრუნდება და თუ იუვენტუსი მოისურვებს, ის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდის განკარგულებაში იქნება.

13 views
error: დაცული კონტენტი !