TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩისთვის გალათასარაიც იბრძვის

ვიქტორ ოსიმენის გაფორმების შემდეგ, გალათასარაი ამჯერად იუვენტუსის გარემარბის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა.

რუდი გალეტის ინფორმაციით, არაბული გუნდებისგან არსებული ინტერესის მიუხედავად, კოსტიჩი კარიერის თურქეთში გაგრძელებას ამჯობინებს.

ტურინული გრანდი 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონის გამომუშავებას გეგმავს.