TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩის ტრანსფერზე 3 გუნდი მუშაობს

კრისტიანო ჯუნტოლი იუვენტუსის ახალი პროექტის მიღმა დარჩენილი ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და ერთ-ერთი ასეთი ფილიპ კოსტიჩი გახლავთ.

სერბი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილია.

ნიკოლო სკირას ცნობით, კოსტიჩის მიმართ ინტერესს კრისტალ პალასი, ატლეტიკო და ფენერბაჰჩე იჩენენ.

ჯუნტოლის სერბი გარემარბის სანაცვლოდ 9-10 მილიონი ევროს მიღება სურს.