TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩი არჩევანს 3 გუნდს შორის გააკეთებს

ფიორენტინაში ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ფილიპ კოსტიჩს კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, სერბ ფეხბურთელს ალ-აინი, საუთჰემპტონი და კიდევ ერთი არაბული გუნდი ეპატიჟება.

კოსტიჩი იუვეს გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მის გაყიდვას ცდილობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი თავად ფეხბურთელი მიიღებს.