კოსტიჩი ხვალიდან ტუდორის განკარგულებაში იქნება
ფილიპ კოსტიჩი ტურინში დაბრუნდა და ხვალიდან კონტინასაზე ვარჯიშს განაახლებს.
ფენერბაჰჩეში წარმატებული იჯარის შემდეგ, სერბი ფეხბურთელი იუვენტუსს დაუბრუნდა და ის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურინული გრანდის განაცხადში იქნება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სერბი ფეხბურთელის 5-6 მილიონად გაყიდვას ეცდება.