კოსტიჩი, გონსალესი, რუგანი და ჯალო იუვენტუსს დაუბრუნდებიან
სეზონის ბოლოს იუვენტუსში იჯარით გაშვებული ფილიპ კოსტიჩი, ფაკუნდო გონსალესი, დაინელე რუგანი და ტიაგუ ჯალო დაბრუნდებიან.
Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდები მათ გამოსყიდვას არ აპირებენ, ამიტომ ტურინულ გრანდს ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობა მოუწევს.
წყაროს ცნობით, ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი იუვენტუსში დარჩენაც განიხილება, დანიელე რუგანია, ვინც აიაქსის რიგებში საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და ნიდერლანდური გრანდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც გახდა.
