TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოსტიჩი გალათასარაის უახლოვდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფილიპ კოსტიჩი გალათასარაიში ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ სერბ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ის გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ კოსტიჩმა გალათასარაიში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

თურქული გუნდი იუვენტუსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს სთავაზობს, ბიანკონერი კი თავის მხრივ 7-8 მილიონს ითხოვს, თუმცა სავარაუდოდ მხარეები საერთო ენას ბონუსების გამოყენებით გამონახავენ.