კოსტიჩმა ფიორენტინაში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფილიპ კოსტიჩი კარიერის ფიორენტინაში გაგრძელებას დათანხმდა.
გუნდები სერბი ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაზე მუშაობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მოლაპარაკებები გრძელდება არტურის ტრანსფერის ტაობაზეც, თუმცა პრობლემა მისი მაღალი გასამრჯელოა. ფიორენტინას სურს, რომ იუვენტუსმა გასული სეზონის მსგავსად ბრაზილიელის ხელფასის ნახევარი – 3 მილიონი დაფაროს, რის გაკეთებასაც ამ მომენტში ბიანკონერი არ აპირებს.