კოსტაკურტა:“ ოპენდა ამ იუვენტუსისთვის ვლაჰოვიჩზე მნიშვნელოვანია“
ლეგენდარულმა ალესნადრო კოსტაკურტამ რომასთან მატჩის შემდეგ ლოი ოპენდას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ბოლონიასთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი რომას წინააღმდეგ კიდევ უფრო უკეთ გამოიყურებოდა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ბიანკონერი ტოვებდა ისეთი გუნდის შთაბეჭდილებას, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვა შეუძლია.
„უნდა აღინიშნოს ოპენდას თამაში და ამას მხოლოდ გოლის გამო არ ვამბობ. ვფიქრობ, ის ამ გუნდისთვის როგორც დევიდზე, ასევე ვლაჰოვიჩზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან მას ილდისისთვის და კონსეისაუსთვის სივრცეების შექმნა შეუძლია. ვფიქრობ, ის სპალეტის გუნდისთვის იდეალური სტილის ფორვარდია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
