TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოშტა:“ იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, აქ ყველა შესანიშნავად დამხვდა“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ალბერტო კოშტამ DAZN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პროგრესი იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ ? მე ამას ვგრძნობ. გასულ თვეებში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ჩემი თანაგუნდელებისგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ახლა თამაშისა და ჩემი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მაქვს.

„იუვენტუსში გატარებული პირველი კვირები მარტივი არ იყო, მე სათამაშო დრო არ მეძლეოდა და ეს ჩემთვის რთული პერიოდი გახლდათ, მაგრამ იუვე ერთი დიდი ოჯახია, მე ყველა გვერდში მედგა და მამხნევებდა, ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ.

„სიტისთან მატჩი ? ჩვენ იუვენტუსი ვართ, გამარჯვებისთვის ბრძოლა ამ გუნდის DNA-შია, ამიტომ როგორც ყოველთვის, მომდევნო მატჩშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

„ტუდორი ? მან მე ნდობა გამომიცხადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი დახმარებით მე ტექნიკურად განვვითარდი და დაცვაში უკეთესი ვარ, თუმცა ვიცი, რომ სამუშაო ბევრი მაქვს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !