ლივერპულის ინტერესის მიუხედავად, კოპმეიენრსს იუვენტუსში თამაში სურს
ბოლო დღეებში ატალანტას ნახევარმცველის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერზე ლივერპული გააქტიურდა, თუმცა ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სხვა გუნდების წინადადებებს არც კი განიხილავს და მისი პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და კოპმეიენრსს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და ნიდერლანდელს იმედი აქვს, გუნდები საერთო ენას უახლოეს პერიოდში გამონახავენ.
ბიანკონერი ატალანტას გაუმჯობესებული წინადადებით მას შემდეგ მიმართავს, რაც გუნდი რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის დინ ჰეისენის ან ფედერიკო კიეზას გაყიდვას შეძლებს.