TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი კვლავ ატალანტას განაცხადს მიღმა დარჩა

ტეუნ კოპმეიენრსი ატალანტას არც სერია ა-ს მომდევნო ტურში დაეხმარება.

ლა დეა ხვალ ტორინოს დაუპირისპირდება და ნიდერლანდელი ფეხბურთელი გუნდის ოფიციალურ განაცხადში მოხსენიებული არ გახლავთ.

ნიკო გონსალესისა და ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერების დახურვის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლის მიზანი უახლოეს საათებში ლა დეას საბოლოო თანხმობის მიღება და ნიდერლანდელის გაფორმებაა.