TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსს ნეკნის ტრავმა დაუდასტურდა

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსის ნახევარმცველმა ტეუნ კოპმეინერსმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და ნიდერლანდელს ნეკნის ტრავმა დაუდასტურდა.

Tuttosport-ის ცნობით, კოპმეინერსს ნეკნი აქვს გაბზარული, რის გამოც ის ნაკრებს ვერ დაეხმარება და რეაბილიტაციას ტურინში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კოპმეინერსი ლაციოსთან მოახლოებულ მატჩში მონაწილეობის მიღებას.